EU4Energy -ის ტექნიკური მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა ენერგეტიკის სფეროში
01.11.2018
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა, ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს (Energy Cpmmunity) მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება, უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ბელორუსსა და მოლდოვაში.
სემინარზე ძირითადი აქცენტები დაისვა ინფრასტრუქტურის დაგეგმვის პროცედურების (რომელიც მოიცავს პრიორიტეტული პროექტების იდენტიფიცირებას, მარეგულირებლის როლს ინვესტიციების დაგეგმვაში, რისკების შეფასებასა და ტარიფების დაწესებას) საუკეთესო პრაქტიკაზე, ასევე გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ეფუძნება ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმების ევროპულ გამოცდილებას.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტერესის სფეროში შემავალი პროექტების იდენტიფიკაციისათვის EU4Energy-ის ტექნიკური დახმარებით მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესის საწყისი შედეგები.