ქობულეთის განშტოებაზე მაგისტრალური გაზსადენის გადალაგების სამუშაოები დასრულდა

09.11.2023
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქობულეთის განშტოების 34.00 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის გადალაგების სამუშაოები დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.