განცხადება

10.07.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ახალციხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში ოდორიზაციის კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.