განცხადება

12.07.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 17 ივლისის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დაბა სტეფანწმინდის, სიონის, ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს და ასევე შპს „სასტუმტო ყაზბეგს“.კერძოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: დაბა სტეფანწმინდა, გერგეთი, აჩხოტი, სნო, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა, ფანშეტი, არშასა და სოფელ გარბანს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.