გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის საჩხერის განშტოების 2.2 კილომეტრზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.