გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 31 ივლისის 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჩუმლაყსა და ყიტაანს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.