განცხადება

17.09.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო -ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 106,0-108,0 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 19 სექტემბრის  09:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.კერძოდ ხაშურის  მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჩოჩონა, წაღვრი, ყობი, ბროლოსანი, ტყორცა, წეღვერსა და კლდისწყაროს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.