საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,USAID''-ის და „MTX Commodities“-ის სემინარში ღებულობს მონაწილეობას
27.03.2019
მიმდინარე წლის 27 მარტს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს ორმხრივი პირდაპირი ვაჭრობის შესახებ, რომელსაც "USAID ენერგეტიკის პროგრამა" და შპს „MTX Commodities“ ატარებს. სემინარი მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული წარმომადგენლებისთვის ელექტროენერგიით და გაზით ყოველდღიური ყიდვა-გაყიდვის მექანიზმის პრინციპების გაცნობას.