საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
ანდრიაწმინდაში, ანდაში, წყორძაში, მუსხში, ურაველსა და ხეოთში პროექტის ფარგლებში აშენდა 56 271 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 765 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები ღირებულებამ 1 842 361 ლარი შეადგინა.
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 5 მუნიციპალიტეტის 22 სოფელში. აშენდა 182 742 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2 198 ადგილობრივ მოსახალეს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.