მიმდინარე წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ SEEGAS-ის (the South-East and East European Gas) ერთობლივი მმართველი კომიტეტის რიგით მე-4 შეხვედრაში, რომელიც ეთმობოდა უკრაინასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ენერგეტიკულ კრიზისზე რეაგირებას.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ბაზრების ინტეგრაციის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდა ამავე რეგიონისა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების გაზის ბირჟებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანიები, ასევე ევროკომისიის, "ენერგეტიკულ მარეგულირებელთა თანამშრომლობის საგენტოს" (ACER) წარმომადგენლები და ექსპერტები.