საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ნიკორწმინდაში, ჭელიაღელეში, კაჩაეთში, უყეშში, თლუღში, ხოტევსა და აგარაში ჯამურად, პროექტის თანახმად, აშენდა 86 646 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 1961 აბონენტს. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 481 640.87 ლარი.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა 21 სოფელში. აშენდა 176 213 გრძივი მეტრი გაზსადენი და 3 391 აბენეტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.