საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ”ქუთაისი- სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 67 კმ-ზე, მდებარე გაზგამზომი კვანძი მოინახულეს, საიდანაც ხდება აჭარის რეგიონის გაზმომარაგება. აღნიშნულ ვიზიტს, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.
გაზგამზომ კვანძზე ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება ბუნებრივი გაზის ოდორიზება. 4 ოპერატორი 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს გამზომი კვანძის ოპერირებას.
ოდორიზაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის მომარაგების დროს. ოდორანტის საშუალებით შესაძლებელია ავარიული რისკების მინიმუმამდე დაყვანა, ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა გამანაწილებელ ქსელში.