აგარის გაზგამაზაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

04.12.2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, აგარის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პირველ ეტაპზე განხორციელდა კოროზირებული 500 მეტრამდე სიგრძის მილსადენის ახალით შეცვლის სამუშაოები, ხოლო შემდგომ ეტაპზე შეიცვლება კიდევ 1000 მეტრამდე ასევე კოროზირებული მილსადენი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.