„ასპინძა-ახალციხე-არალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები განხორციელდა
08.01.2020
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, განხორციელდა, „ასპინძა-ახალციხე-არალის“ DN 200 მმ მაგისტრალურ გაზსადენში, ახლადაშენებული, „ადიგენი - გოდერძის“ DN 300 მმ, 33 კმ სიგრძის მონაკვეთის შეჭრითი სამუშაოები.
აშენდა გაზგამანაწილებელი სადგური, საიდანაც ბუნებრივი გაზი მიეწოდა სათხილამურო კურორტ გოდერძის.