ასპინძის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

18.05.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ასპინძის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

საყუდაბელში, ოშორაში, იდუმალაში, ორგორაში, ძველსა და ჭობარეთში პროექტის ფარგლებში აშენდა  47 826 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 599 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები ღირებულებამ  1 395 399 ლარი შეადგინა. 
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 5 მუნიციპალიტეტის 22 სოფელში.  აშენდა 182 742 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2 198 ადგილობრივ მოსახალეს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.