საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქუთაისი-სოხუმის მგ-ზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა

06.07.2022

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ  ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა.სამუშაოები აღნიშნული მილსადენის 85.0 და 96.1 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა.

ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენით სამუშაოებს შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში უკვე ახორციელებს და მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება  ეტაპობრივად აღუდგება.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გტაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.