განცხადება

08.05.2023

 გაცნობებთ, რომ  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ , “ყარადაღ-თბილისის"  დ  700 მმ-იანი მაგისტრალურ გაზსადენზე,  დაგეგმილია სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოები. აქედან გამომდინარე,  მიმდინარე წლის 10 მაისს, 6:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ  „ახალი სამგორისა“ და  „ნასა+“- ის გაზგამანაწილებელი  სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალ სამგორს, პატარა გამარჯვებას, დიდ გამარჯვებასა და ფოლადაანთ კარს. 

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, საავარიო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს. 

  შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.