გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/წ 30 ივნისს, ბრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 30 ივნისის 10:00-დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქარელის მუნიციპალიტეტსა და შემდეგ სოფლებს: ბრეთს, წვერს, არადეთსა და საღოლაშენს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.