შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ , „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 194,2 კმ-ზე გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოები უმოკლეს დროში დაასრულა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.