„ქუთაისი-სოხუმის“მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

19.07.2023

 2023 წლის 11 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა „ქუთაისი-სოხუმის“ DN 500მმ -იანი მაგისტრალური გაზსადენი, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს.

  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, უწყვეტი მუშაობის შედეგად , ავარიის მასშტაბურობისა და სირთულის მიუხედავად, საკუთარი ძალებითა და სახსრებით, უმოკლეს ადრე შეძლო დაზიანებული მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულება. 

   ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში  აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.