შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ბაკურიანის გაზგამანაწილებელ სადგურზე, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს "სოკარ ჯორჯია გაზი".
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.