ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირება დასრულებულია
29.10.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების მამხუტის, ხატავეთის ქვემო არქვანის, ზემო არქვანისა და გეტას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აიგო 52190 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელის საშუალებითაც 1199 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.