ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების განხილვა
04.10.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა - ჯაბა ხმალაძემ Energy Community-ს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ღონისძიება ორდღიანია და ეძღვნება ბუნებრივი გაზის სექტორის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა: ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნა, რეგულირება, ორგანიზება, ოპერირება და მესამე ენერგო პაკეტის წარმატებით განხორციელება.
ბუნებრივი გაზის ბაზრის სათანადო მოდელის შემუშავება მნიშვნელოვანი საკითხია ბუნებრივი გაზის ბაზრის კონკურენტუნარიანობისათვის, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისათვის მაქსიმალური სარგებლის მოტანას.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მთავრობისა და ბუნებრივი გაზის სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები.