ბუნებრივი გაზის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში

21.03.2019
    მიმდინარე წლის 19 მარტს ბელგიაში, კერძოდ ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის ორგანიზებითა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შედგა გაზის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გაზის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, წარმოადგენდა შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’-იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი ნუგზარ დვალი. კომპანიის მონაწილეობა ზემოხსენებულ შეხვედრაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ, ვინაიდან ცნობილია, რომ გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორებს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრიათ როგორც, გაზის მიწოდების სფეროში, ასევე საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და მათ მართვაში.
 შეხვედრაზე განხილული იქნა, გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაციის -2017/1938 იმპლემენტაცია. კერძოდ: საერთო და ეროვნული რისკების შეფასება, პრევენციული სამოქმედო გეგმა, საგანგებო რეაგირების გეგმა და სოლიდარობის შეთანხმებები, ასევე, ირნფორმაციის გაცვლა და განახლება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ცვლილებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე. კიბერუსაფრთხოება ენერგეტიკის სექტორში და ინფორმირებულობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დირექტივის შეფასების შესახებ.
  შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკომისიისთვის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებთან მათ შორის, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.
 დღეისათვის, ევროპაში გაზის მიწოდების ინიციატივით დაწყებულია მუშაობა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებაზე, სადაც აქტიურად არის ჩართული შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’-ც.