გაზიფიცირების სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტში

08.07.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაცხსა და დიდ კაცხში, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 34 334 გრძივი გაზსადენი, რაც 506 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთო ბუნებრივი გაზის საერთ ქსელში. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 1 414 528 ლარი შეადგინა.

ჭიათურაში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ასევე  4 სოფელში: ბიღაში, მერევში, გუნდაეთსა და წასრში.

 გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში, იმერეთში განხორციელდა, 9 მუნიციპალიტეტის 46 სოფლის, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები და 7 721 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონში, 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებია გათვალისწინებული