ჩოხატაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

18.02.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, ჩოხატაურის გაზგამანაწილებელი სადგურის 200 მმ განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, რომლის დროსაც აღნიშნული განშტოების 5,3 კილომეტრზე მდინარის ზემოქმედების შედეგად გაშიშვლებული მილსადენის ნაწილი, მდინარის კალაპოტშივე ჩაღრმავდა. აღნიშნული სამუშაოების შედეგად სტიქიის შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული გაზსადენის დაზიანების შესაძლებლობა.
კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.