ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მ/გ ის შეჭრითი სამუშაოები დასრულდა

01.04.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, "ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის" DN-1200 მმ_იან მაგისტრალურ გაზსადენის, 173-ე კმ_ზე, ახლადაშენებული 700 გრძივი მეტრი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები დაასრულა.
 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.