ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალურ გაზსადენზე საონკანე კვანძების სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია

28.03.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალურ გაზსადენზე საონკანე კვანძების სამონტაჟო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს შენადუღი ნაკერების ლაბორატორიული შემოწმება და საიზოლაციო სამუშაოები. პარალელურად მინდინარეობს ახლადაშენებული 1200მმ-იანი გაზსადენის , 700მეტრიანი შემოვლითი მონაკვეთის, შეჭრითი სამუშაოები  მაგისტრალურ მილზე, რომელიც დასრულდება უახლოეს დღეებში. აღნიშნულ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს საკუთარი ძალებით.