საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
ნაგვაზაოში, ლეწურწუმეში, ლესიჭინეში, II ლესიჭინეში, ახუთში, მონგირში, ლეჯიქეში, ოჩხამურში, ქვ. ჩხოროწყუში, მოდინახეში, პირველ ჭოღაში, II ჭოღასა და ლექობალეში პროექტის ფარგლებში აშენდა 334 440 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 4031 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები ღირებულებამ 10 695 770 ლარი შეადგინა.
2019 წელს აშენდა ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენი და შესრულდა შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელმაც 1 609 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მისცა ესარგებლა ბუნებრივი გაზით.