დაბა მანგლისში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო
22.07.2020
მიმდინარე წლის 22 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისს ეწვია, სადაც მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.
მოსახლეობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული.
2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება.