განცხადება

03.10.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, 2018 წლის 4 ოქტომბერს, განხორციელდება, ”წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის” 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის 140-172 კმ შორის, ახლადაშენებული 6,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები. შექმნილი ვითარების გამო 4 ოქტომბერს, 04:00 საათიდან 18:00 საათამდე  ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: ბალანთას, ჭიხარულასა და ტაბაწყურის აბონენტებს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.