განცხადება

19.05.2021

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 21 მაისს საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 21 მაისს 06:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარას ნაწილი, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.