განცხადება

16.11.2021

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18 ნოემბერს  კოდისწყაროს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 18 ნოემბრის 09:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კოდისწყარო, ყარაფილა, სარიბარი, ზემო რენე, ქვემო რენე, ზადიანთკარი, ნიგოზა, ჩობალაური, გამდლისწყარო.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.