განცხადება

13.05.2022

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 17 მაისს ფასანაურის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის შეცვლის სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 მაისს 10:00დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეს ხსენებული გგს-ის მომხმარებლებს (დაბა ფასანაური, ხანდოს, ჰოშპიტლისა და ბანცურთკარის დასახლებები, სოფლები: ბიბილიანი, ცხვედიათი, ჩაბარუხი, ყორული).

შესაძლო შეზღუდვის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.