განცხადება

27.05.2022

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 31 მაისს ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს.  აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 31 მაისს 10:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს (არანისი, ჩინითი, არაგვისპირი, ბოდორნა, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი), ასევე დაბა ჟინვალს, ქალაქ დუშეთსა და მასში შემავალ სოფლებს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.