გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 ივნისს შპს „გაზტრანს სერვისის“ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 27 ივნისს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზკაის მიწოდება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელებს: კაპანახჩი, პირველ და მეორე ქესალოს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.