გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 25 აგვისტოს „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის 17-ე კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 25 აგვისტოს 06:00დან 24:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ალასტანის, ხიზაბავრას, ასპინძისა და დამალას გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება დაბა ასპინძასა და ასპინძის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხიზაბავრა, სარო, დამალა და ოშორა. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ალასტანი, კოკიო, ვარევანი, ხანდო.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.