შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მ/წ 24 აგვისტოს 02:00დან 04:00 საათამდე სენაკის გაზგამანაწილებელ სადგურში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რა დროსაც გაზის მიწოდება შეუწყდება სენაკის სამხედრო ბაზას.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.