შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 17-ე კმ-ზე არსებულ ავარიულ უბანზე კომპენსატორი მოეწყო, ასპინზის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე ამორტიზებული ონკანი შეიცვალა ახლით.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.