განცხადება

31.08.2022

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 2 სექტემბერს  სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 სექტემბერს 10:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა სიონსა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშას, გარბანსა და ფანშეტს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.