სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ გგს-ში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების შეცვლის სამუშაოები განხორციელდა.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად ახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.