10 სექტემბერს ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება "გარდაბანი თბოსადგური-2" -ში გაიმართა. ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და სხვა ენერგეტიკული კომპანიწბის ხელმძღვანელებმა პროფესიული დღე მიულოცეს ენერგეტიკის სფეროში მომუშავე თანამშრომრომლებს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ენერგეტიკის დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის თანამშრომლებიც - ნუგზარ ბაინდურაშვილი და გივი სონღულაშვილი დაჯილდოვდნენ.
,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია,, ყველა ენერგეტიკოსს ულოცავს პროფესიულ დღეს!