შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით. დამონტაჟდა ორი რეგულატორი ფილტრებითა და ონკანებით. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.