გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 სექტემბერს „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 27 სექტემბერს 03:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დაგარახლოს, გომარეთის, ყარაბულახისა და წალკის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება წალკის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალკაში და ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ყარაბულახი, დაგარახლო და გომარეთი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.