განცხადბა

27.09.2022

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია/ 29 სექტემბერს სანავარდოს გაზგამანაწილებელ სადგურში რედუცირების მეორე კვანძის აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, / 29 სექტემბერს 11:00დან 17:00 საათამდე შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდეს აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ილორსა და სანავარდოს.

აღნიშნულ გაზგამანაწილებელ სადგურში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, შეზღუდვა სამუშაოების დასრულებისთანავე მოიხსნება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.