განცხადება

04.10.2022

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია/წ 6 ოქტომბერს საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის კასპის DN-300მმ განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, 24 მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით,  /წ 6 ოქტომბერს 07:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება კასპის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კრეძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ კასპს, სადგურ მეტეხსა და კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მეტეხი, კავთისხევი, ზემო ხანდაკი, ახალქალაქი, თელიანი, ქვემო გომი, თელადგორი, წინარეხი, გარიყულა, თვალადი, სასირეთი, ზემო ჩოჩეთი, მიქელწყარო, ქვემო ხანდაკი, ეზატი, გუდალეთი, იდლეთი, ნიაბი, გრაკალი, ბარნაბიანთ კარი, ლავრისხევი, ქვემო, ჩოჩეთი, გომიჯვარი, მირინი, კალოუბანი, შუაუბანი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.