გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში „ქუთაისი 1“-ის გგს-ში 2 D300მმ, ხოლო წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში 1 ამორტიზებული ონკანი შეცვალა ახლით. ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ამ ეტაპზე მოხსნილია.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.