გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის კასპის DN-300მმ განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, 12 მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით, ასევე შეკეთდა სამი კოროზირებული ხვრელი და აღდგა დაზიანებული იზოლაცია.
ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.