“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

10.10.2022

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია/11 ოქტომბერს რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით,  /წ 11 ოქტომბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კრეძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მთისძირი, ახალსოფელი, სარუსო, საცხენე, ჩანთლისყურე, თივი, ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო, შილდა, წიწკაანთსერი, ენისელი, საბუე, ალმაატი, გრძელჭალა, გრემი, შაქრიაანი, ზინობიაანი, თხილისწყარო.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.