ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” თანამშრომელი დაჯილდოვდა

01.11.2022

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთანამშრომელი - ლარისა მაისურაძე დაჯილდოვდა. მადლობის სიგელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონია სემეკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების სპეციალისტებს, პირებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი დარგების განვითარებასა და წინსვლაში, ტრადიციულად ყოველ წელს ჯილდოვდებიან. ნებისმიერი სფეროს განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალებზე - ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ინდივიდუალური წარმატების ფორმულებს. თუმცა, ყველა ასეთ ფორმულას, ერთი საერთო აქვს - საქმისადმი სიყვარული, ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპეციალისტი და პროფესიონალი დაფასებული იყოს, ხელი შეეწყოთ მათ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებაში.